Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
#14/23-01                                                  10. 06. 2013
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თსუ X (მაღლივი) კორპუსის აუდიტორიებისა და სხვა ფართის განთავისუფლებისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განთავსების სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისათვის
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და  დამხმარე პერსონალი გადავიდეს თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შენობაში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი, მიმდინარე წლის 18-19 ივნისს;
2.    ადმინისტრაციის, აკადემიური და  დამხმარე პერსონალის განთავსების სქემა წარმოადგინოს დეკანის მოადგილემ საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში არა უგვიანეს ა. წ. 12 ივნისისა;
3.    ა. წ. 15 ივნისამდე ჩატარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის დროებით გამოყოფილი ფართის (თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი) დასუფთავების და აღჭურვის ღონისძიებები;
4.    ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გაზაფხულის სემესტრში ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში;
5.    მაგისტრატურის გაზაფხულის სემესტრში ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შენობაში, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზ. 44.
6.    გამოცდების ცხრილები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს ფაკულტეტი გამოქვეყნდეს არა უგვიანეს ა.წ. 11 ივნისისა.
7.    ამ ბრძანებით შესასრულებელი ღონისძიებების დროულად განხორციელება დაევალოს დეკანის მოადგილეს საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში;
8.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
9.    ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                             ა. ხელაძე